Women's Center Women's Center Women's Center
Main
About
Implemented Projects
Future Prospective
Women's Center
Membership
Media

Domestic Violence

One of the most painful global problems in the world is violence against women and children / მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული გლობალური პრობლემა ძალადობაა ქალების და ბავშვების მიმართ.

პროექტი  „ბავშვთა და მოზარდთა  მიმართ ძალადობის პრევენცია“–  ხორციელდება  „ საქველმოქმედო კავშირი-ქალთა ცენტრის და ძდექ-ის გურიის რეგიონალური კომიტეტის თანამშრომლობით. პროექტის ფარგლებში  სკოლის პედაგოგებისა  და საბავშვო ბაღების აღმზრდელთათვის  კაჭრეთში ,სასტუმრო „ამბასადორში“,  ჩატარდა სამ დღიანი ტრენინგების კურსი,რომელსაც  უძღვებოდნენ:  საერთაშორისო ექსპერტები: ია ვერულაშვილი,პროფესორი, ორგანიზაცია „კავშირი-ქალთაცენტრი“.

„ბავშვთა მიმართ ძალადობა, ოჯახში ძალადობის ნაადრევი იდენტიფიკაციის მეთოდების გამოყენება და ინტერვენციის მექანიზმები“,I დღე;

ჯანა კახიანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, სკოლამდელი ასაკის ბავშვების ფსიქო- ემოციური სფეროს დიაგნისტირების და თერაპიული მუშაობის მეთოდები, მათი მშობლების კონსულტირების სტრატეგიები”,  II დღე;

ეთერ ცხაკაია, ორგანიზაცია „ბავშვთა კეთილდღეობის ლიგა“.

სოციალური მუშაკის როლი და პასუხისმგებლობა,ბავშვზე ძალადობის პრევენციისა და ოჯახის გაძლიერების მექანიზმები“, III დღე.

აღნიშნულ საკითხებზე კომპეტენტური ექსპერტების მიერ გაზიარებული მასალები, ვფიქრობთ , გაზეთის საშუალებით უფრო ფართო წრეებისათვის გავხადოთ ხელმისაწვდომი,   სწორედ ამ მიზნით გთავაზობთ ტრენინგზე განხილული საკითხების მოკლე  მიმოხილვას.

ქ- მა ია ვერულაშვილმა აღნიშნა, რომ ძალადობის პრობლემის გლობალური მასშტაბებიდან გამომდინარე, მას არ გააჩნია ეროვნული, რასობრივი თუ რელიგიური კუთვნილება. ნებისმიერი სახის ძალადობა მიუღებელია და მის წინააღმდეგ ბრძოლა ინდივიდის, ინსტიტუტებისა და სახელმწიფოს ვალდებულებაა.

ძალადობა ყოველთვის იყო საზოგადოების არსებობის ნაწილი,ყოველწლიურად, მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება დედამიწაზე. ხოლო მრავალმა ადამიანმა მიიღოს ხვადასხვა სახის დაზიანებები საკუთარისი ცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის გამო, ინტერპერსონალური და კოლექტიური ძალადობის შედეგად.

პირველად ბავშვზე ძალადობის პრობლემის განხილვა დაიწყო 1961 წელს,როდესაც ამერიკის პედიატრიის აკადემიის ყოველწლიურ შეხვედრაზე ჰ.კემპემ მოახსენა „ნაცემი ბავშვის სინდრომის ყოვლისმომცველი ანალიზი“. თავის ფუნდამენტურ ნაშრომში ავტორმა დეტალურად წარმოადგინა პრობლემის პედიატრიული, ფსიქიატრიული, რენტგენოლოგიური და იურიდიული ასპექტები და პირველად წარმოადგინა შემაჯამებელი სტატისტიკა ბავშვებზე ძალადობის გავრცელების შესახებ შეერთებულ შტატებში.

1989 წელს მიღებულ იქნა გაეროს კონვენცია „ბავშვის უფლებების შესახებ“;

  • 2006 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ოჯახში ძალადობის აღკვეთის ,  ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარებისშ ესახებ;
  • 2010 წელს- კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ;
  • 2010 წელს -საქართველოს მთავრობის დადგენილება „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების)  პროცედურების დამტკიცების თაობაზე.

2020 წლის 1  სექტემბრიდან კი შევიდა ძალაში „ბავშვთა უფლებათა კოდექსი“ რომლითაც შეიქმნა ბავშვთა უფლებები დაცვის სამართლებრივი გარანტიები

ბავშვზე ძალადობის ყველაზე დრამატული ფორმაა ოჯახური ძალადობა. ბავშვი შეზღუდულ სივრცეშია, არ არსებობს რესურსი და შესაძლებლობები სიტუაციის შესაცვლელად, რაც აუცილებლად და შეუქცევადად ამახინჯებს ბავშვის ფსიქიკას და ართმევს მას შესაძლებლობას, გახდეს სრულფასოვანი პიროვნება.

ძალადობა ბავშვის მიმართ გავლენას ახდენს განვითარების ველა ასპექტზე:

  • დადგენილია ის ფაქტი, რომ თუ დედა ძალადობის მსხვერპლია ორსულობის პერიოდში, ბავშვი იბადება ჯანმრთელობის დარღვევებით, მათ შორის ნეიროენდოკრინული დაავადებებით, და მომავალში თავად შეიძლება გახდეს მოძალადე.
  • არღვევს ფიზიკურ ჯანმრთელობას,
  • ინტელექტუალურ განვითარებას,
  • ფსიქოლოგიურ ფუნქციონირებას,
  • სოციალურ უნარ-ჩვევებს. აღნიშნული განპირობებულია თავის ტვინის სპეციფიურ უბნებზე ქრონიკული სტრესის ზემოქმედებით და შესაბამისი სტიმულაციის დეფიციტით.
  • ბავშვების რეაქცია ძალადობაზე  განსხვავდება ასაკის, სქესისა და სოციალური მდგომარეობის მიხედვით, მაგრამ ყველა ის ბავშვი, რომელიც ძალადობის მოწმე და სამიზნეა, ხასიათდება სერიოზული ქცევითი პრობლემებით.  ამან შესაძლოა, გამოიწვიოს ფსიქიკური დაავადებები  ცხოვრების მანძილზე.
  • ბავშვი ხდება ჩაკეტილი, ის განიცდის კოშმარებსა და შიშებს.  ეს ბავშვები პრობლემებს აწყდებიან ცხოვრების შემდეგ ეტაპზეც, რადგან ოჯახში არ აქვთ ნორმალური ქცევის მაგალითი.
  • ემოციური ტრავმა ხშირად გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე: ბავშვს, შესაძლოა, განუვითარდეს „ტიკები“, ენურეზი, ყურადღების და მეტყველების დარღვევები, ჰიპერ -კონტროლი.

ფიზიკური ძალადობის გავლენა ფსიკიკაზე:

  • უფროსებთან კონტაქტის შიში;
  • უმიზეზო ტირილი;
  • აგრესიულობა;
  • სისასტიკე ცხოველების მიმართ;
  • მეგობრების ნაკლებობა;
  • თვითმკვლელობის მცდელობა.

ძალადობის მსხვერპლ ბავშვებში ქცევის  2 ძირითადი მოდელი ყალიბდება

მოძალადის ტიპი (საკუთარ თავ მოძალადესთან აიგივებს და თვითონაც აგრესიულ, შემტევ როლს ირჩევს. ბავშვთა ეს ჯგუფი აგრესიას უფრო სუსტი ბავშვების ან ცხოველებისკენ მიმართავს. მათი აგრესიულობა შეიძლება გამოვლინდეს თამაშის დროს.

მსხვერპლის ტიპიბავშვი უმწეო, უსუსურ პოზიციას ირჩევს, ვლინდება დათრგუნვა, უინიციატივობა, პასიურობა, სირცხვილის გრძნობა. ბავშვი შესაძლებელია მანიპულირებდეს საკუთარი უმწეობითა და დაჩაგრულობით

  • დადგენილია, რომ ძალადობის მსხვერპლი ბავშვები მიდრეკილნი არიან კრიმინალური ქცევისადმი და მოზარდობის პერიოდში ხშირად ავლენენ ძალადობას. კვლევები აჩვენებენ რომ ოჯახში ძალადობა მოზარდთა ძალადობის და კრიმინალური ქცევის ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორია.

ფსიქოლოგი ჯანა კახიანი, მიიჩნევს, იმისათვის, რომ დავეხმაროთ ბავშვს, პირველ რიგში აუცილებელია ფსიქოდიაგნოსტიკა,სწორედ ბავშვის ემოციური სფეროს დიაგნოსტიკისა  და განვითარების ანალიზის საფუძველზე მიმდინარეობს ფსიქოთერაპიული დახმარება და კონსულტაციები, ბავშვთან და მშობლებთან. მან ტრენინგის მონაწილე პედაგოგებს და ფსიქოლოგებს  გააცნო, თუ როგორ უნდა იქნას გამოკვლეული ბავშვის ინტელექტი,  განვითარების დონე,ე.წ. „ჭკვიანი ტესტებით“.

  • WISC (Wechsler Test).
  • რეივენის პროგრესირებადი მატრიცა (ე.წ. „ჭკვიანი ტესტები“).

ბავშვის შესაძლებლობების განსაზღვრა,ოჯახური ურთიერთობების დიაგნოსტირება(გრაფიკული ტესტები),ნახატი, იძლევა რეალურ სურათს,როგორია  ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, გაუცნობიერებელი ან ფარული პრობლემები,  მისი დამოკიდებულება ოჯახის თითოეული წევრის მიმართ და  მთელი ოჯახის აღქმა.

ტესტი „დაუსრულებელი  წინადადებები“ /, Sachs-Levy ტესტი / იკვლევს ბავშვის დამოკიდებულებას: მშობლების, ძმების, დების, ბავშვების არაფორმალური და ფორმალური ჯგუფების, მასწავლებლების, სკოლის, საკუთარი შესაძლებლობების მიმართ,

ბავშვთა აპერცეპციის ტესტის  (CAT) / ლ. ბელაკი / საშუალებით შეიძლება შეიძლება გამოვიცნოთ:

  • წამყვანი საჭიროებები და მოტივები;
  • ბავშვის აღქმისა და დამოკიდებულების თავისებურებები მშობლების მიმართ;
  • ბავშვის და-ძმასთან ურთიერთობის თავისებურებები;
  • ინტრაპერსონალური კონფლიქტების შინაარსი;
  • დამცავი მექანიზმების თავისებურებები, როგორც შიდა კონფლიქტების მოგვარების გზები;
  • იმედგაცრუების სიტუაციებთან დაკავშირებული აგრესიული ფანტაზიები, შიშები, ფობიები, შფოთვა;

„შფოთვის ტესტი “აირჩიე საჭირო სახე“/რ. ტამლი, მ. დორკი, ვ. ამენ/,გამოიყენება ბავშვის შფოთვის შესასწავლად სხვა ადამიანებთან კომუნიკაციის არაერთ ტიპურ ცხოვრებისეულ სიტუაციასთან დაკავშირებით.

შფოთის ხარისხის დადგენა ავლენს ბავშვის შინაგან დამოკიდებულებას გარკვეული სიტუაციის მიმართ, იძლევა არაპირდაპირ ინფორმაციას ბავშვის, საბავშვო ბაღის ბავშვებში თანატოლებთან და მოზარდებთან ურთიერთობის ხასიათის შესახებ.

ლუშერის ფერთა ტესტი გამოიყენება ემოციური მდგომარეობისა და ნეირო-ფსიქტიკური სტაბილურობის დონის შესაფასებლად; ინტრაპერსონალური კონფლიქტების იდენტიფიცირება და დეპრესიული მდგომარეობებისა და აფექტური რეაქციებისკენ მიდრეკილება.

ტესტი „კიბე“- პასუხს სცემს ბავშვის თვითშეფასებას: როგორ აფასებს ის მის პირად თვისებებს, მის ჯანმრთელობას, გარეგნობას, მის მნიშვნელობას გუნდში (საბავშვო ბაღების ჯგუფი, სკოლა, კლასი).

როგორც ქალბატონი ჯანა ამბობს დიაგნოსტიკის შედეგად იქმნება სათანადო წარმოდგენა ბავშვის მდგომარეობაზე , და იწყება ბავშვის ტრამვის მკურნალობა.

„ბავშვობის ფსიქოლოგიური ტრავმის შედეგები ხშირად მოზრდილ ასაკში გრძელდება და შეიძლება გადაეცეს შემდეგ თაობასაც.  ბავშვობაში გადატანილი ბულინგი, ძალადობა, დანაკარგი, მწუხარება ან უგულებელყოფა ზრდის დამოკიდებულების, დეპრესიული აშლილობის და სხვა ფსიქიკური პრობლემების რისკს.

ბავშვთან მუშაობის ერთ ერთი მთავარი და ყველაზე გამოცდილი მეთოდი დღეისათვის არის არტთერაპია , „შემოქმედებით პროცესში ჩართული ბავშვი ვერ ამჩნევს, თუ როგორ ამჟღავნებს  იგი მის ნამდვილ გრძნობებსა და სურვილებს გარესამყაროში.“

საბავშვო ბაღის ასაკის ბავშვებთან ძირითადად გამოიყენება ხატვა ძერწვა, ცეკვითი და მუსიკალური თერაპია, ზღაპრის თერაპია, ქვიშით თერაპია. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება თამაშს , როგორც თერაპიის მეთოდს, არა მარტო ტრავმირებული ბავშვის შემთხვევაში, არამედ , ზოგადად,  „თამაშში ბავშვი თავისუფლად გამოხატავს თავის გრძნობებს – სიხარულს, მწუხარებას და სიბრაზესაც, ანუ თამაშში ხდება ნეგატიური ემოციებისგან, გრძნობებისგან განთავისუფლება.

თამაში ხელს უწყობს ბავშვის ემოციურ და კოგნიტურ განვითარებას, მოტივაციური  სფეროს განვითარებას, კომუნიკაციის უნარებების გაუმჯობესებას“

ქ- ნი ჯანა აღნიშნავს, რომ  ბავშვის ტრავმის მიზეზი ხშირად ხდებიან მშობლები, რომელთაც  არა  აქვთ პოზიტიური აღზრდის გამოცდილება, ამიტომ ისინი შვილებს გადასცემენ გამოცდილებას, რაც ბავშვობაში მიიღეს. „მნიშვნელოვანია როგორც ბავშვების, ისემოზრდილების განათლება და მომზადება – საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ ძალადობა არ არის ნორმა“.

ბავშვების სოციალური და ცხოვრებისეული  უნარების სწავლებისთვის აუცილებელია უსაფრთხო  გარემოს შექმნა,ასევე აუცილებელია კარგად განსაზღვრული უწყებრივი პასუხისმგებლობა  ძალადობაზე რეაგირებისთვის.

ასეთ პასუხისმგებელ უწყებას წარმოადგენს სოციალური მომსახურების სააგენტო.  ქ-მა ეთერ ცხაკაიამამ უწყებაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე აღნიშნა, რომძალიან კარგი შედეგები აჩვენა სოციალური მუშაკების პროგრამამ, რომლებიც აცნობენ მშობლებს შვილებზე ზრუნვის მეთოდებს და ასწავლიან თუ როგორ იმოქმედონ,  რათა  ბავშვი ოჯახში ძალადობას არ განიცდიდეს. თუმცა სამწუხაროდ, ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები არცთუ იშვიათად აღმოაჩენენ, რომ ბავშვის ფიზიკური განვითარება არ შეესაბამება მის ასაკს – ბავშვი ვერ მეტყველებს ასაკის შესაბამისად, ფიზიკური განვითარება ჩამორჩება და ზედმეტად გამხდარია, ეს ფაქტორი შესაძლოა მიუთითებდეს მშობლის მხრიდან უგულებელყოფაზე, ან მიუთითებდეს საკვების ნაკლებობაზე ,ბავშვი არ არის მოვლილი;ბავშვი ასაკისთვის შეუფერებელ შრომაშია ჩაბმული , ბავშვზე  რაიმე ფორმით ხორციელდება ძალადობა.

სავარაუდო ეჭვის დროს სოციალური მუშაკი ახდენს შესაბამის რეაგირებას და შემთხვევას განიხილავს ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის სხვა წევრებთან ერთად. თუ ბავშვზე ძალადობასთან დაკავშირებით  არის სავარაუდო ეჭვი, მაშინ ხდება შეფასების გაგრძელება და  ბავშვის/ოჯახის შესახებ ინფორმაციის შეგროვება;

  • ბავშვის შესაძლო ზიანის რისკის შეფასების შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება, ეცნობება ბავშვზე ზრუნვის სააგენტოს,ასევე განიხილება სხვა სტრუქტურებთან გადამისამართებაც;
  • ასევე მნიშვნელოვანია რომ არსებობს ოჯახის თანადგომის ქსელი რომელიც უწევს ოჯახს ფსიქო-ემოციურ, მატერიალურ, ფინანსურ მხარდაჭერას, საოჯახო/სამეურნეო საქმიანობაში მხარდაჭერას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აწარმოებს  ბავშვზე ზრუნვა/მეთვალყურეობას;

ბავშვისა და ოჯახის თანადგომის ქსელი წარმოადგენს ბავშვის უგულებელყოფის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დამცავ ფაქტორს.

ბავშვზე ზრუნვა, ჯანსაღი მომავალი თაობის აღზრდა, ყველა პედაგოგის და აღმზრდელის  უპირობო მოვალეობაა, პრობლემაზე თვალის დახუჭვა  კი დანაშაულია. საზოგადოების  გულგრილობას ადამიანთა სიცოცხლე ეწირება, 14 წლის გოგონას თვითმკვლელობაზე პასუხისმგებლობას მხოლოდ საზოგადოების ნაწილი ითავისებს, ალბათ ესეც მალე დაგვავიწყდება…აუცილებელია  გვახსოვდეს, რომ ყველა დაკარგული, გზააბნეული,  დაჩაგრული  ადამიანის ყოფა ბავშვობაში მიღებული ფიზიკური და ემოციური ტრავმის გაგრძელებაა.

მასალა მოამზადა  მაია ბერიძემ, ძდექ-ის გურიის რეგიონალური კომიტეტი

წყარო:alion.ge

Preventing Violence against children and youth / “ბავშთა და მოზარდთა მიმართ ძალადობის პრევენცია“rong>

მუნიციპალიტეტების ვალდებულებაა შეიქმნას  ბავშვისა და ოჯახის მხარდაჭერის სამსახურები

მშობლებს ვასწავლოთ  რა არის პოზიტიური აღზრდა

„კავშირი ქალთა ცენტრი” ძდექ-ის გურიის რეგიონული კომიტეტის ჩართულობით, ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია ოჯახში ძალადობის და აგრეთვე ბავშვზე ძალადობის და უგულებელყოფის შემთხვევების ადრეული იდენტიფიკაცია და მათზე რეაგირების მიზნით საბავშვო ბაღის დონეზე პრევენციის მექანიზმების შემუშავება, აგრეთვე მოზარდებში სტრესის და აგრესიის მენეჯმენტის საგამანათლებლო საუბრების ჩატარება. პროფესორმა ია ვერულაშვილმა ისაუბრა დაფარული ფორმების გამოვლენის მნიშვნელობაზე არტ-თერაპიის მეთოდით საბავშვო ბაღის დონეზე, რაც საფუძველი იქნება ადრეულ ეტაპზე ძალადობის გამოვლენის და ოჯახში პრევენციის. ი. ვერულაშვილმა აღნიშნა, რომ ოჯახური ძალადობის დროს მსხვერპლი არის არამარტო ქალი, აგრეთვე ბავშვი. მსხვერპლი ბავშვები კი იყოფიან ორ კატეგორიად: უშუალო პირდაპირი მონაწილე ან არაპირდაპირი – დედაზე განხორციელებული ძალადობის მოწმედ ყოფნით . ბავშვი ხდება ჩაკეტილი, აწუხებს კოშმარები და შიშები, ენურეზი, წიკები, მეტყველების, ყურადღების დარღვევები.

ძალადობა გავლენას ახდენს ბავშვის განვითარების ყველა ასპექტზე: არღვევს ფიზიკურ ჯანმრთელობას, ინეტელექტუალურ განვითარებას, ფსიქოლოგიურ ფუნქციონირებას, სოციალურ უნარ-ჩვევებს.

ძალადობის მსხვერპლ ორსულს უჩნდება ბავშვი ჯანმრთელობის დარღვევით, მომავალში ეს ბავშვი შეიძლება გახდეს მოძალადე. არის ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ორი ტიპი – მოძალადის ტიპი, თავს აიგივებს მოძალადესთან, რაც შეიძლება თამაშის დროსაც გამოავლინოს. მსხვერპლის ტიპი – უმწეო, უსუსურ პოზიციას ირჩევს, ვლინდება დათრგუნვა, პასიურობა, შეიძლება მანიპულირებდეს საკუთარი უმწეობით.

გამოცდილებამ დაგვანახა, რომ ბავშვებში ძალადობის შედეგების იდენტიფიკაცია უნდა დაიწყოს ადრეულ ასაკში, საბავშვო ბაღის, სკოლის დონეზე კონფლიქტის აგრესიის მენეჯმენტით შესაძლებელია ნაადრევ ეტაპზე ეს ფაქტორი აღმოიფხვრას მომავალში და მივიღოთ ახალგაზრდა, ჯანმრთელი თაობა__ სასურველი იქნება თუ მუშაობა გაგრძელდება და მუნიციპალიტეტში შეიქმნება მულტისექტორული სწრაფი რეაგირების ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტება ფსიქოლოგით, სოციალური მუშაკით, ექიმით, პოლიციისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებით.

ეთერ ცხაკაია, ორგანიზაცია ,,ბავშვთა კეთილდღეობის ლიგა“: _ საქართველოს კანონის – ბავშვის უფლებათა კოდექსის 96-ე მუხლმა განსაზღვრა მუნიციპალიტეტების ვალდებულება შეიქმნას  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის განმახორციელებელი სოციალური მუშაკების ქსელი. მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურში დასაქმებული უნდა იყვნენ სულ მცირე ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი, ბავშვის ფსიქოლოგი, ბავშვის ჯანმრთელობის მართვის სპეციალისტი და ბავშვის სამართლებრივი დახმარების სპეციალისტი.  ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ინსტიტუციური თვალსაზრისით, ყველაზე უფრო ახლოს იმყოფებიან მოქალაქეების ცხოვრებასა და პრობლემებთან.

სოციალური მუშაკის კომპეტენციაა მოწყვლადი ბავშვისა და ოჯახის იდენტიფიცირება და მათი საჭიროებების შეფასება, ბავშვთან და ოჯახთან დაკავშირებული განსაზღვრული  შემთხვევების მართვა, ბავშვისა და ოჯახის დაცვის და მხარდაჭერის ღონისძიებებათა განხორციელების კოორდინირება. სოციალური მუშაკების ვალდებულებაა გამოავლინონ საჭიროებები და ადვოკატირება გასწიონ მუნიციპალიტეტების გადაწყვეტილების მიმღები პირების წინაშე, რათა დაინერგოს ოჯახის მხარდამჭერი, პრევენციული პროგრამები, რომლებიც შეინარჩუნებს ბავშვს ოჯახში. პრევენციული კომპონენტის პრიორიტეტულობა, ყველა მიმართულებით, წითელ ხაზად მიჰყვება ,,ბავშვის უფლებათა კოდექსს“ ბავშვის უფლებათა კონვენციას და სოციალური მუშაობის შესახებ კანონს.

პრევენციული კომპონენტის განვითარებისთვის საჭიროა, რომ მუნიციპალიტეტებმა შეიმუშაონ  საჭიროებებზე  დაფუძნებული და შედეგებზე ორიენტირებული პროგრამები. სამწუხაროდ, ასეთი პროგრამები არ არის მაინცდამაინც.

გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევა ადასტურებს, რომ აღზრდის არასწორი, ძალადობრივი  მეთოდები ითვლება ნორმად არა მარტო მშობლებში, არამედ სპეციალისტებშიც, რომლებიც ბავშვებთან მუშაობენ და ეს დამღუპველია, პრევენციულ დონეზე ვერ ხდება პრობლემის აღმოჩენა და უკვე შედეგებთან გვიწევს მუშაობა.

ვფიქრობ, პირველ რიგში უნდა დაინერგოს და გაძლიერდეს ისეთი საგანმანათლებლო პროგრამები, როგორიც არის პოზიტიური მშობლობა, პოზიტიური აღზრდა, პედაგოგებთან, მშობლებთან უნდა იმუშაონ სოციალურმა მუშაკებმა. მათ უნდა შეეძლოთ ძალადობის რისკების წინაშე მდგომი ბავშვების იდენტიფიცირება და დახმარება.

სწორედ ამ მიზანს ემსახურება ეს პროექტი, რომელსაც ესწრებიან ექიმები, სოციალური მუშაკები, პოლიციელები, საბავშვო ბაღის პედაგოგები. ტრენინგის მონაწილეები შეირჩნენ  სხვადასხვა უწყებებიდან, ვინაიდან, მნიშვნელოვანია უწყებათა თანამშრომლობა ოჯახის ეფექტური მხარდაჭერის უზრუნველყოფის მიზნით, ასევე მნიშვნელოვანია ადგილობრივი და ცენტრალური სტრუქტურების თანამშრომლობა.

ჯანა კახიანი, ფსიქოლოგი,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი: _ პირველ რიგში უნდა დაინერგოს და გაძლიერდეს საგანმანათლებლო პროგრამები როგორიც არის პოზიტიური მშობლობა, პოზიტიური აღზრდა, პედაგოგებთან, მშობლებთან უნდა იმუშაონ  სოციალურმა მუშაკებმა, ფსიქოლოგებმა. ასევე, მათ უნდა შეეძლონ ძალადობის რისკების წინაშე მდგომი ბავშვების გამოვლენა,  დახმარება და საჭიროების შემთხვევებში მხარდაჭერა გაუწიონ ოჯახებს.

ეს პროექტი ემსახურება სხვადასხვა სფეროში მომუშავე სპეციალისტებისთვის ძალადობის მსხვერპლი ბავშვების გამოვლენის, მათთან მუშაობის ფორმების გაცნობას, ასევე მშობლების განათლების და დახმარების გზების ჩვენებას. ამ ტრენინგს ესწრებიან ექიმები, სოციალური მუშაკები, საბავშვო ბაღის აღმზრდელები, ფსიქოლოგები. პედაგოგები, პოლიციელები.  მსმენელებს გავაცანით ის მეთოდები და მიდგომები, რომლებსაც ვიყენებთ იმ ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობისას  რომლებიც იყვნენ ძალადობის სხვადასხვა ფორმის მსხვერპლები.

ტრენინგის მსვლელობისას სპეციალისტები ასევე გაეცნობიან შემდეგ საკითხებს:

  1. სკოლამდელი ასაკის ბავშვების ფსიქოდიაგნოსტიკური მეთოდების გაცნობას.(გონებრივი განვითარების დონის საკვლევი, ფსიქოემოციური  და პიროვნების თავისებურებების კვლევის მეთოდები)
  2. გაცნობა იმ ფსიქოლოგიური, ფსიქოთერაპიული მეთოდების რომლებიც გამოიყენება სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან  მუშაობისას. (არტთერაპია, თამაშით თერაპია, ზღაპრითთერაპია, ქვიშით თერაპია და ა.შ.)
  3. გაეცნობიან მოზარდებთან მუშაობის სხვადასხვა ფორმებს.
  4. ოჯახთან მუშაობის სხვადასხვა ტექნიკებს. (საუბარი, ინდივიდუალური და ჯგუფური)

პირველ რიგში, მშობლობს უნდა ვასწავლოთ თუ  რა არის პოზიტიური აღზრდა,   ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვების და მოზარდების ინფორმირებულობა უფლებების და მოვალეობების შესახებ. ხშირად მათ არ უნდათ ვალდებულების გაცნობიერება და უფლებებით მანიპულირებენ. ბავშვებში საჭიროა საინფორმაციო კამპანია ჩატარდეს და ეს კომპონენტი მოვიდეს თანხვედრაში მშობლების განათლებასთან.  ძალადობა არის სოციალური ფენომენი და მას მოსახლეობის სხვადასხვა ფენებში ვხვდებით, ამიტომ ყველა მშობლის  განათლებაა  მნიშვნელოვანი.

მნიშვნელოვანია, რომ ამ ტრენინგზე მიღებულ ცოდნას სხვადასხვა დარგის სპეციალისტები გაუზიარებენ და გაავრცელებენ  თავის კოლეგებში, რაც გულისხმობს ე.წ. „კასკადურ“ სწავლებას. და ეს კი ხელს შეუწყობს პრობლემის მოგვარებისკენ გადადგმულ კიდევ ერთ სერიოზულ ნაბიჯს.

ლია კილაძე

წყარო:alion.ge

The impact of domestic violence on the child / ოჯახური ძალადობის გავლენა ბავშვზე

არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობრივი ქმედებების მზარდმა სტატისტიკურმა მაჩვენებლებმა ბოლო პერიოდში საგანგაშო ზღვარს მიაღწია.შესაბამისად, აუცილებელია, ყურადღება მიექცეს ძალადობის ფაქტების პრევენციასა და დიაგნოსტიკას.

 ოჯახი – ეს არის ადამიანთა ერთობლიობა, რომელიც დაფუძნებულია მათ ერთობლივ საერთო საოჯახო მოღვაწეობაზე, ხოლო ეს ადამიანები ერთმანეთთან დაკავშირებული არიან ცოლ-ქმრული, მშობლურ-ნათესაობრივი კავშირებით და ახორციელებენ მოსახლეობის აღწარმოებასა და საოჯახო თაობათა მემკვიდრეობითობას, ასევე, ბავშვთა სოციალიზაციასა და ოჯახის წევრთა არსებობის ხელშეწყობას.

 ოჯახის სპეციფიკური ფუნქციები, რომლებსაც მიეკუთვნება შვილთაშობა (რეპროდუქციული ფუნქცია), ბავშვების შენახვა (ეგზისტენციალური ფუნქცია) და ბავშვების აღზრდა (სოციალიზაციის ფუნქცია), საზოგადოების ცვლილების ყველა ეტაპზე რჩება, თუმცა ოჯახსა და საზოგადოებას შორის კავშირის ხასიათი შეიძლება იცვლებოდეს ისტორიულად.

 ოჯახის არასპეციფიკური ფუნქციები დაკავშირებულია საკუთრების დაგროვებასა და გადაცემასთან, სტატუსთან, წარმოებისა და მოხმარების ორგანიზებას, დასვენებასა და მოცალეობასთან, ოჯახის წევრთა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე ზრუნვასთან და ა.შ. ყველა ეს ფუნქცია ასახავს ოჯახსა და საზოგადოებას შორის კავშირის ისტორიულ ხასიათს. ამიტომ საოჯახო ცვლილებები ყველაზე უფრო თვალნათლივ ჩანს.

 არასპეციფიკურ ფუნქციათა შედარება სხვადასხვა ისტორიულ ეტაპზე ცხადყოფს, რომ ახალ პირობებში ხდება ფუნქციათა მოდიფიცირება, შეკვეცა ან გაფართოება, სრულად ან ნაწილობრივ განხორციელება ან სრულიად გაქრობაც კი.

 ძალაუფლების კრიტერიუმის მიხედვით განასხვავებენ პატრიარქალურ ოჯახს, სადაც მამა ითვლება ოჯახის „მეთაურად“ და მატრიარქალურ ოჯახს, რომელშიც უმაღლესი ავტორიტეტით და გავლენით სარგებლობს დედა. იქ, სადაც მკვეთრად გამოხატული ოჯახის მეთაური არ გვხვდება და სადაც ძალაუფლების გაყოფა მამასა და დედას შორის ხდება სიტუაციურად, საუბარია ეგალიტარულ ოჯახებზე.

 საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ოჯახში ძალადობა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლების დარღვევას გულისხმობს ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური თუ სექსუალური ძალადობით. ძალადობის მსხვერპლი ყველაზე ხშირად არიან ქალები და ბავშვები.აღსანიშნავია, რომ ქალების მიმართ ხშირად ხორციელდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური ძალადობა.

 ფიზიკური ძალადობა გულისხმობს მშობლელსა ან ნდობით აღჭურვილ, ძალაუფლების ან პასუხისმგებლობის მქონე პირსა და ბავშვს შორის ურთიერთქმედებას ან მის დეფიციტს, რომელსაც მოსდევს რეალური ან პოტენციური ფიზიკური ზიანი.

 სექსუალური ძალადობა გულისხმობს ბავშვის ჩართვას სექსუალურ აქტივობაში.

 ემოციური ძალადობა ეს არის ბავშვის დამცირება, დასჯა, დაშინება.

 კომერციული ან სხვა ექსპლუატაცია გულისხმობსსხვა ადამიანების მიერ ბავშვის ჩართვას შრომითან სხვა აქტივობაში მოგების მიღების მიზნით. ეს მოიცავს ბავშვთა შრომას და პროსტიტუციას.

 უგულებელყოფა გულისხმობს ოჯახის შესაძლებელობის ფარგლებში არასაკმარის მზურველობას ან მზრუნველის უყურადღებობას.

 დადგენილია ის ფაქტი, რომ თუ დედა ძალადობის მსხვერპლია ორსულობის პერიოდში, ბავშვი იბადება ჯანმრთელობის დარღვევებით, მათ შორის ნეიროენდოკრინული დაავადებებით, და მომავალში თავად შეიძლება გახდეს მოძალადე.

 ოჯახური ძალადობის შემთხვევათა დაახლოებით70%-ში ძალადობის მსხვერპლნი ასევე არიან ბავშვები. ისინი შეიძლება იყვნენ მსხვერპლნი როგორც პირდაპირი ძალადობის, რაც ხდება მათზე უშუალო, პირდაპირი მოქმედებით, ასევე არაპირდაპირი ძალადობის - დედაზე განხორციელებული ძალადობის მოწმედ ყოფნით. (შემთხვევათა 90%-ში ბავშვებმა იციან დედების მიმართ ძალადობის შესახებ).

 ნებისმიერი ფორმის ძალადობა ბავშვის მიმართ გავლენას ახდენს განვითარების ყველა ასპექტზე: არღვევს ფიზიკურ ჯანმრთელობას, ინტელექტუალურ განვითარებას, ფსიქოლოგიურ ფუნქციონირებას, სოციალურ უნარ-ჩვევებს. აღნიშნული განპირობებულია თავის ტვინის სპეციფიურ უბნებზე ქრონიკული სტრესის ზემოქმედებით და შესაბამისი სტიმულაციის დეფიციტით.

 განასხვევებენ ძალადობის შემდეგ ფორმებს: ფიზიკური ძალადობა, სექსუალური ძალადობა,ექსპლუატაცია, ემოციური ძალადობა, უგულებელყოფა.

 ბავშვი შეიძლება განიცდიდეს ძალადობის ამ ფორმათაგან ერთ-ერთს ან რამდენიმე მათგანის კომბინაციას. ბავშვთა მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფორმები უარყოფით ზეგავლენას ახდენს მათ ფიზიკურ, ფსიქიკურ და სექსუალურ ჯანმრთელობაზე. კვლევები აჩვენებს, რომ შედეგად შეიძლება გამოვლინდეს ღამის კოშმარები, ენურეზი, დეპრესია, ცუდი აკადემიური მოსწრება და სხვა. ამასთან, დაბალი თვითშეფასების შემთხვევები ორჯერ მეტია იმ ბავშვებში, რომელთა დედები ძალადობის მსხვერპლნი არიან. ამ ბავშვებმა, შესაძლოა, მოზრდილთა ასაკში თვითონ ჩაიდინონ ძალადობა. ბავშვების რეაქცია ძალადობაზე განსხვავდება ასაკის, სქესისა და სოციალური მდგომარეობის მიხედვით, მაგრამ ყველა ის ბავშვი, რომელიც ძალადობის მოწმე და სამიზნეა ხასიათდება სერიოზული ქცევითი პრობლემებით.მათი ტვინი ისევე ზიანდება, როგორც ჯარისკაცების, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ბრძოლაში. ამან, შესაძლოა, გამოიწვიოს ფსიქიკური დაავადებები ცხოვრების მანძილზე.მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ ფენომენის კვლევით შესაძლებელია, თავიდან ავიცილოთ საფრთხე მომავალში.

 ოჯახში მუდმივი დაპირისპირება იწვევს იმას, რომ ბავშვი მუდმივად გრძნობს უმწეობას. ბავშვი ფიქრობს, რომ არის მშობლების კონფლიქტის მიზეზი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი გონების დაზიანება. ბავშვი ხდება ჩაკეტილი, ის განიცდის კოშმარებსა და შიშებს. ეს ბავშვები პრობლემებს აწყდებიან ცხოვრების შემდეგ ეტაპზეც, რადგან ოჯახში არ აქვთ ნორმალური ქცევის მაგალითი. ემოციური ტრავმა ხშირად გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე: ბავშვს, შესაძლოა, განუვითარდეს „ტიკები“, ენურეზი, ყურადღების დამეტყველების დარღვევები, ჰიპერ -კონტროლი.

 მრავალრიცხოვანი კვლევებით დადგენილია, რომ ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში, მაღალი აქცევითი დარღვევების განვითარების სიხშირე, როგორც ბავშვობის, ისე მოზარდობის ასაკში. მკვლევარები ხშირად აფიქსირებენ, რომ ძლადობის მსხვერპლ ბავშვებში ქცევის 2 ძირითადი მოდელი ყალიბდება:

 -​მოძალადის ტიპი (ექსტერნალიზებული ქცევა) - ბავშვთა ნაწილი საკუთარ თავს მოძალადესთან აიგივებს და თვითონაც აგრესიულ, შემტევ როლს ირჩევს. იგი ძალადობას უფროსის მაგალითის და მიბაძვის საფუძველზე სწავლობს. ბავშვთა ეს ჯგუფი აგრესიას უფრო სუსტი ბავშვების ან ცხოველებისკენ მიმართავს. მათი აგრესიულობა შეიძლება გამოვლინდეს თამაშის დროს.

 -​მსხვერპლის ტიპი (ინტერნალიზებული ქცევა) - ბავშვი უმწეო, უსუსურ პოზიციას ირჩევს, რაც მასში დანაშაულისა და ბრალეულობის განცდებს ბადებს. ვლინდება დათრგუნვა, უინიციატივობა, პასიურობა, სირცხვილის გრძნობა. ბავშვი შესაძლებელია მანიპულირებდეს საკუთარი უმწეობითა და დაჩაგრულობით.

 დადგენილია, რომ ძალადობის მსხვერპლი ბავშვები მიდრეკილნი არიან კრიმინალური ქცევისადმი და მოზარდობის პერიოდში ხშირად ავლენენ ძალადობას. კვლევები აჩვენებენ რომ ოჯახში ძალადობა მოზარდთა ძალადობის და კრიმინალური ქცევის ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორია.

 ჩვენ ხშირად გვგონია, რომ ბავშვებმა არაფერი იციან ძალადობაზე. სინამდვილეში, ბავშვები გაცილებით მეტს ხედავენ და ესმით. უფროსები მეტად სერიოზულად უნდა მოეკიდონ ბავშვების შიშებსა და წუხილს. პატარები დარწმუნებულებ იუნდა იყვნენ, რომ უფროსები ყველაფერს იღონებენ მათი უსაფრთხოებისთვის. ხშირად ბავშვები უფრო მეტს გადმოსცემენ საქციელით, ვიდრე სიტყვებით.

 მოცემული ინფორმაცია დაგეხმარებათ გაეცნოთ ოჯახურ ძალადობას და მის გავლენას ბავშვებზე; ნიშნებს , რომლებიც დამახასიათებელია ბავშვებში, როდესაც მათ უჭირთ.

 აუცილებელია ბავშვთა მიმართ ძალადობისა და უგულებელყოფის შემთხვევების ადრეული იდენტიფიკაცია, ადრეული პროფილაქტიკური მექანიზმების დანერგვა საბავშვო ბაღის დონეზე, რაც ხელს შეუწყობს ბავშვებში ძალადობის ფარული ფორმების გამოვლენას, ამ მეთოდებით შესაძლებელი იქნება ნაადრევ ეტაპზე ძალადობის პრევენცია და სკოლის დონეზე კონფლიქტის,აგრესიის და სტრესის მენეჯმენტი.

 არასამთავრობო ორგანიზაცია „კავშირი ქალთა ცენტრი“ ახორციელებს პროექტს „ბავშვთა და ახალგაზრდების მიმართ ძალადობის პრევენცია“ (დონორი ორგანიზაცია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივაCOBERM) ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის გურიის რეგიონულ კომიტეტთან ერთად.პროექტის მიზანია ოჯახური ძალადობის პრევენცია ადრეულ ასაკში.

 სტატიის ავტორები: მედ.მეც დოქტორი პროფესორი იათამზე ვერულაშვილი , ელენე გაბისონია , მაია ბერიძე

წყარო:alion.ge

MANUAL -IDENTIFICATION OF HIDDEN FORMS OF DOMESTIC VIOLENCE IN CHILDERN ( WOMEN FUND OF GEORGIA)


In the manual are presented international and Georgian statistical data. The manual contains art-therapeutic methodology of uncovering hidden violence at tender age, and is meant for social workers and education specialists, and also for all interested persons for whom it is important to bring up and protect next generations from violent environment. Here are presented contemporary research based methods for discovering and uprooting violence, according to internationally acknowledged standards and regulations. Information contained in the manual  will help to learn about domestic violence and its impact on young children; recognize the signs that children may display when they are having difficulties. These signs may occur for a variety of reasons, including domestic violence; learn ways to support children and deal with challenging behaviors; offer support and information about resources to parents who may be adult victims of domestic violence. Early identification of cases of child abuse and neglect, early preventive mechanisms at the kindergarten level, revealing the hidden forms of domestic violence through child observation and referrer will be bases in yearly stage reveal and response to the violence in the family .

PREVENTION VIOLENCE AND CONFIDENCE BUILDING AMONG PROFESSIONALS (UNDP-COBERM)


The project contributed to developing cooperation and networking among women professionals for the eradication of gender-based violence and promoting gender equality. The project brought together professionals and facilitated capacity building and experience exchange towards developing strategies for multidisciplinary responses, shelter and crisis center operations, and identification of domestic violence survivors, as well as providing them with access to hotlines, medical treatment, psychological support, and legal services. Part of the project was directed towards solving the problem of discovering and responding to cases of domestic violence in Georgia, especially in Guria region, as well as defining the roles and responsibilities of municipalities. To improve the situation with prevention and response, a multispectral response group was created bringing together police, social workers, doctors, municipality representatives, and NGO workers in Chokhatauri, Lanchkhuti, and Ozurgeti. The group acquired skills in domestic violence prevention at the community level, victim protection, hotline and crisis center operations, and the organization of psychological and medical service centers. As a result of information exchange, close cooperation was established to deal with ongoing common challenges, gaps, and ways of jointly addressing shared problems and working together to combat domestic violence.

   

Elements of effective collaboration between domestic violence advocates and health care providers through new curriculum in Post-Graduate Medicine Programs

Was  created  new course by special program for licensing and re-certification for health care providers, development Domestic Violence Medical Resource Manual   and develop an effective health resposponce  to domestic violence. Training health care providers in 4 hospitals were most often applying victims. Organize round table with head of department of hospitals and discuss the way of implementation screening program.

The purpose of special course is to provide accessible information to health care providers in regards to advocacy and treatment of patients who have experience domestic violence. Because  effective advocacy and treatment can only occur if the health care providers has a thorough understanding of the complex dynamics of DV, information regarding victim safety, power and control tactics and community resources.

New course “ Impact domestic violence on reproductive health” was approved by the Ministry of Health and Social Affairs  on 6 September 2006 as certificate program for postgraduate training for  doctors, registration number of program N 2006001, duration training 5 days, fees which doctors pays for course $15, after accomplishment course doctors receive 25 credit scours (to receive permeation to work as doctor need during year to collect 75 credit scours).

Five days training modules for health care practitioners who work in primary care, obstetric /gynecologist.

These training are designed to provide the information needed for changes in the practice of both individual clinicians and health care system.

Creation Medical Center

On the bases of Women’s center was created medical center EUROMEDCENTER”
(http://www.euromedcenter.org.ge). In the Center works medical staff which is trained on how to work with victims of Domestic Violence, Trafficking. Center  provide  professional help to victims of domestic violence, consultation and treatment,  screening on domestic violence pregnant women  .In the Center we provide training and re-qualification of professionals on

  • Climacteric Syndrome – diagnostic and treatment ( 25 credits )
  • Hormonal Disorders in Gynecology   (25 credits)
  • Impact of Domestic violence on reproductive health – (25 Credits )
  • Impact Domestic Violence  during pregnancy on Child and Women Health

Psychology and Social Responsibility Facing Violence

The workshop was a part of long-term strategic approach to prevent domestic violence through education and increase awareness of this problem among regional coalition group, Women’s Leadership Coalition group ,among the women at the decision-making level in Parliament, in government and in political parties, in governmental structures. There was a training lead by the trainers from School for International Training - Dr. Paula Green., Dr Olivia Drier-USA (OSCE/ODIHR -Gender Unit - Karuna Center)

 

"CHALLENGES TO GENDERS BASES VIOLENCE PREVENTION IN NEW GENERATION"

Virtually every women visit some form of health professional at some point in their life. The health care sector can be very important part of the help seeking process for women experiencing violence. Women may seek medical help for the consequences of domestic violence; they may also be in routine contact with the health service. Health professionals who will most often encounter survivors of domestic violence include: gynecologist, psychiatric, cardiologist, pediatricians, neurologist, family doctors. The injuries sustained from physical violence have clear health effects for victims.

 

"Screening on Domestic Violence "


1. BOOK Screening on Domestic Violence

Present Screening manual the best possible way to identify abuse. In this manual we offer a screening model according to which every women in every medical department will be screened in routing care according to a special screening form In case of revealing any symptoms and signs of disease related to domestic violence,the patiens should go through of comprehensive screening according to an addition screening forms comprising all fields of medicine. Manual are created on the bases of material and consultations of Family Violence Prevention Fund USA and Ministry of Health and Social Affairs of Georgia

2. Creation Guidelines for Health Care Providers on Medical Screening for Cases of Domestic Violence in Georgia

The main goal was the creation of a universal screening manual which would be the best possible way to identify abuse. Activities included creation of clinical guidelines on routine screening; Develop screening policy and training on these skills prior to implementing screening in medical records; screening form was created with representative Ministry of Health and Social Affairs

Screening model consist of two steps. according to which, every women in medical department will be screened in a routing care according to special form. First step

VALIDATED ABUSE
ASSESSMENT TOOLS


ABUSE ASSESSMENT SCREEN


1) Have you ever been emotionally or physically abused by your partner or someone important to you?
      Yes □ No D
      If yes by whom? ___________
      Total number of times ___________

2) Within the last year, have you been hit, slapped, kicked or otherwise physically hurt by someone?
      Yes □ No D
      If yes by whom? ___________
      Total number of times. ___________

3) Since you've been pregnant, have you been hit, slapped, kicked, or otherwise physically hurt by someone?
      Yes □ No D
      If yes by whom? ___________
      Total number of times ___________

4) Within the last year, has anyone forced you to have sexual activities?
      Yes □ No D
      If yes by whom? ___________
      Total number of times ___________

5) Are you afraid of your partner or anyone you listed above?
      Yes □ No D

MARK THE AREA OF INJURY ON A BODY MAP AND SCORE EACH INCIDENT ACCORDING TO THE FOLLOWING SCALE:


If any of the descriptions for the higher number apply, use the higher number.

1 = Threats of abuse including use of a weapon
2 = Slapping, pushing; rib injuries and/or lasting pain
3 = Punching, kicking, bruises, cuts, and/or continuing pain
4 = Beating up, severe contusions, burns, broken bones
5 = Head injury, internal injury, permanent injury
6 = Use of weapon; wound from weapon
 


Second step - In case of revealing any symptoms and signs of the of disease related to DV, the patients go through of comprehensive screening according to additional screening form comprising all the fields of medicine.

 

 

"State Responses to Domestic Violence Current Status and Needed Improvements”


In 2004 we re-printed a book “State Responses to Domestic Violence Current Status and Needed Improvements” in Georgian language, which became a handbook for NGO’s working on Awareness of Domestic Violence among regional health care providers and creation education and health consulting center.

The book provides recommendations for the measures, ways and means of elimination of violence against women and its cases at national, regional and international level. Also it is intended to serve as a resource for both governmental and NGOs around the world to use in advocating specific changes in the treatment of domestic violence within their country‘s legal system. In addition to outlining the international human rights instruments that support the obligation to adopt domestic violence legislation, the book includes direct input of women working in the field of the domestic violence worldwide, and as such provides an important vehicle for women’s voice to be heard at the highest level of UN system.

Building Bridges between Domestic Violence Advocates and Health Care Providers


We are the first in Georgia to work on awareness of domestic violence among health care professionals through the training of 300 physicians from 20 medical institutions in Tbilisi.

Following the project we have created recommendations for Ministry of Health which includes 3 steps of prevention:

I step - Primary prevention to reduce risk-factors. From this point doctors can reveal the cases of violence against children, to take care of the children of victims, because the main risk-factor for becoming abusers in adulthood – is to live in the violent environment.

   

II step - Secondary prevention includes early recognition of domestic violence cases and “treatment”.
It includes: identification, providing appropriate medical care, documentation, assessment of safety, referral to the police or other institutions that work on the problem of domestic violence.

III step - Tertiary prevention includes giving victims of domestic violence necessary supporting and rehabilitation measures for reducing trauma and restoring the quality of life. The doctors must take part in all of these three levels.

(OSCE / ODIHR)

Publication of the book “Domestic Violence: The Health Sector Responds”


A manual of doctors was prepared and published as a book “Domestic Violence: The Health Sector Responds”.

The book gives basic knowledge about domestic violence, contains discussions on this problem and on its importance to health care professionals, since domestic violence negatively impacts on health. Abused women have poorer mental and physical health, more injuries, and a greater need for medical resources than non-abused women. Health outcomes of domestic violence has been associated with chronic ailments, psychological consequences, injuries, death, reproductive health risks and problems such as: unwanted pregnancy, sexually transmitted infections (STIs), including HIV/ AIDS, pregnancy complications, miscarriage, stillbirth, low birth weight, gynecological disorders, etc. The children of battered women are heavily affected, either by direct violence or by witnessing the violence against their mothers. Those children are more likely to suffer from learning, emotional and behavioral problems. Also they are at increased risk of becoming abusers and of being abused later in life.

Physicians can play a crucial role in detecting, referring and caring for women living with violence. Unfortunately, physicians frequently treat only the symptoms of battered women’s injuries. Most battered women who are seeking medical attention are sent home to the same unsafe situation that was the original cause of their injuries only because of the physician’s lack of appropriate training to support, identify and, treat the victims of domestic violence.

The main aim is to raise awareness of domestic violence among physicians, to improve health professionals clinical skills on how to appropriately screen domestic violence, document domestic violence in the medical records, assess patient’s safety and develop a safe plan how to refer victims to domestic violence.

The material in the book is based on up-to-date literature and international experience.

“Awareness of Domestic Violence among regional health care providers and
   creation of educational and health consulting center“


Health-care professionals are often the first to contact the women suffering from the effects of domestic violence. Therefore, they need a guidance to develop a pragmatic and sensitive approach to recognise the signs of domestic violence and care of victims

The goal of the project was:

  • To create Educational and Health Care Consulting Center, where trainings for health care professionals dealing with Domestic violence would be held. The trainings would be organized in 4 regions of Georgia: Mtxxeta-Tianety, Shida-Kartly, Kvemo Kartly, Satsxe-Dzavaxety where works Anti-Violence Network for health care providers.
  • To develop a multidisciplinary and co-ordinates co-operation involving NGO, local authorities, judicial, law endorsement and migration authorities.
  • To organize round tables in Tbilisi for health care providers, policy makers, hospitals, trainings for Parliament and Ministry of Health representatives.
  • To train 163 health care teams in Mtxxeta-Tianety, Shida-Kartly, Kvemo Kartly, Satsxe-Dzavaxety i.e. general practitioners, gynaecologists, obstetricians, psychiatrists, surgeons and nurses.
  • For the first time in Georgia with the support of OSCE-ODHR the victim women can get free Ultrasound examination, doctor consultation and laboratory test on STD and so on.

In the Centre works a Hot Line. One-to–one counselling provides an opportunity for people to talk through problems with counselling. Counselling is not advice-giving, but it enables people to talk about their feelings and explore their concerns with someone ready to listen.

We organized a Round Table - ”Elements of effective collaboration between domestic violence advocates and health care providers and governmental representatives”, the goals of which was to bring together the head of hospitals and ambulances (where we held trainings) and representatives of Ministry of Health, Parliamentary and also representatives of International organizations which work on Reproductive Health Problems to share our experiences, give our recommendations for implementation and creation of corporation with them.

   

Achieved Results

First in Georgia:

  1. Raised a problem of domestic violence among health care providers in 4 regions where works Anti-Violence Network.
  2. Created training center for doctors
  3. Created medical consultation and examination center for victims
  4. Created hot-line for medical consultation
  5. Women’s Center is ready to conduct ultrasound examination
  6. In the Women’s Center we set up biochemical examination
  7. In the Women’s Center we can treat neuroses
  8. Established corporation with the head of hospitals and ambulances where we held trainings with representatives of Ministry of Health, Parliamentary and also representatives of organizations.

Recommendations

  • Developing and implementing public health-domestic violence awareness/education campaigns.
  • Domestic violence trainings for health care providers in regional parts of Georgia.
  • Develop a comprehensive training manual and offer training workshops around the country to help doctors, nurses, medical students.
  • Perform active lobbying on behalf of increased funding for DV women's services and strengthened health policy response on the local, national and international level.
  • Create 15 hour credit program for family doctors, gynecologist, therapeutic, neurologist, pediatricians which will be new vision of this problem.
  • Develop protocols for screening abuse; develop procedures for complete documentation of battering in the medical record; make use of domestic violence referral lists.
  • Lobbying Ministry of Health to implement domestic violence screening standards in all hospitals.
  • Formed network of organization where victims can get assistance.
  • Implemented domestic violence standards and required all hospital departments to have the following in place:
    --written domestic violence protocols specifying the scope and conduct of patient care (including objective criteria for identifying and assessing possible victims of abuse, and policies and procedures that define the hospital's responsibility for collecting, retaining, and safeguarding information and evidentiary material);
    --plan for educating staff about domestic violence identification, treatment, documentation; and a list of private and public community agencies that provide help for abuse victims.
  • Set-up certificate and credit-hours program in the postgraduate training system
  • Negotiated a process of creation of educational program for doctors which gives them possibility to receive full information about the pathology which is the reason of DV and the ways of its treatment.
  • Counseling services for men who batter. Developed a therapy method and counseling services for men who batter.
  • Women’s support (self-help group) - place where they will connect and interact, where they hear about others struggles, and where their witness effective change and where they get consultation advises
  • Established domestic violence resource center. The center serves as a professional library for information DV. The center will be meeting place for doctors, NGO’s representatives and central clearinghouse for dissemination information and publications on DV.
  • Established Close Corporation with Ministry of Health includes them in implementation program.
  • Established close corporation with Parliament.

Publication of the BOOK – “MEDICAL ASPECTS OF DOMESTIC VIOLENCE”
 

We prepared and published a book: “Medical Aspects of Domestic Violence”.

   Main     About     Implemented Projects     Future Prospective     Programs     Membership
©1996-2006  

Webmaster Levan Chkheidze